• Live

  • Album cover

რადიო ჰერეთი საქართველოში ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია რეგიონულ რადიოსადგურებს შორის. მიუკერძოებელი საინფორმაციო პოლიტიკა,ნდობის მაღალი რეიტინგი, მუდმივი ინოვაციურობა და მზარდი განვითარება ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე ჰერეთის შეუპოვარი გუნდის მიღწევაა. "ჰერეთის" მაუწყებლობა ვრცელდება FM 102.8 MHz ტალღაზე - ლაგოდეხი, წნორი,სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, საგარეჯო. ახმეტა. ასევე დასავლეთ აზერბაიჯანში – ბელაქანი, ზაქათალა, კახი. დაფარვის არეალში ნახევარ მილიონზე მეტი მცხოვრებია. ჩვენ, 1998 წლიდან ნარინჯისფერები ვართ. სიახლის, თავისუფლების, თავდაჯერებულობის, შეუდრეკელობის, სასიცოცხლო ძალების, მზისა და სითბოს, ინტელექტისა და განვითარების სიმბოლო. ჩვენ ვყიდით რეკლამას, და არა ამბებს.